უკრაინა რუსეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ოფიციალური ვებგვერდი ჰაკერული თავდასხმის გამო არ მუშაობს, უწყება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ ამ დროისთვის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვთ.
“რამდენიმე დღეა მიზანმიმართული ჰაკერული თავდასხმა ხორციელდება დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ოფიციალურ ვებგვერდზე. მორიგი კიბერთავდასხმა 14-15 ნოემბერს მას შემდეგ მოხდა, რაც ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სამმხრივი პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო)”,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც “ფეისბუქის” საშუალებით გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები