ფრანგი ექსპერტი: ევროპული არმიის შექმნის იდეა უტოპიაა

ევროკავშირის მიერ საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნის იდეა უტოპიაა, – ამის შესახებ გეოპოლიტიკური კვლევითი ცენტრ Eurocontinent-ის ხელმძღვანელი პიეტ-ემანუელ ტომანი აცხადებს.
“ევროპული ჯარის იდეა – ეს უტოპიაა, იმიტომ რომ ევროპელები ვერასდროს მოგვარდებიან ინტეგრირებულ ხელმძღვანელობაზე. ეს იმიტომ, რომ საფრანგეთი ბირთვულ იარაღს ფლობს, ხოლო გერმანია არა, ასევე გერმანიისგან განსხვავებით, საფრანგეთი გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრია”,- აცხადებს ექსპერტი “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ცოტახნის წინ ევროპული ჯარის შექმნის იდეაზე ისაუბრა, მას მხარი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები