კალიფორნიაში ტყის ხანძარს 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა
კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. განახლებულ ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ შტატის ხელისუფლება ავრცელებს.
“შტატის ჩრდილოეთით, სადაც ხანძარი “Camp” კვლავ გრძელდება, 56 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 130 ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია”, – განაცხადა რეგიონის შერიფმა, კორი ხონიმ.
ამასთან, შტატის სამხრეთით, ქალაქ მალიბუს შემოგარენში, სულ მცირე, სამი ადამიანია დაღუპული.