ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო

0

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია 528 მომხრე ხმით მიიღო.
კენჭისყრაზე წინააღმდეგი 97 დეპუტატი იყო. საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.
ანგარიშში შეფასებულია საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების დონე. დოკუმენტი მომზადდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურისა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრების საფუძველზე. როგორც დოკუმენტის შემაჯამებელ ნაწილშია აღნიშნული, ანგარიში დადებითად აფასებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაჭრას არსებული პრობლემები, რომლებიც უკავშირდება შრომით უფლებებს, გარემოს დაცვას, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციას. ანგარიშში გამოთქმულია ევროპარლამენტის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს რეფორმების პროცესში. საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში ევროპარლამენტში გუშინ განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი