ირაკლი კობახიძე – გრძელდება „ოცნების ქალაქის” პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა „ოცნების ქალაქში” ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს – ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და ეს არის ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის კიდევ ერთი გამოხატულება
“გრძელდება „ოცნების ქალაქის” პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა „ოცნების ქალაქში” ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს – ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და ეს არის ჩვენს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა ასევე დაათვალიერა მშენებარე საცურაო აუზი ბათუმში.
„აჭარაში ვიმყოფებოდით რამდენიმე ობიექტზე. გრძელდება „ოცნების ქალაქის” პროექტი და სავარაუდოდ, მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა ე. წ. ოცნების ქალაქში ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ეს არის ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის კიდევ ერთი გამოხატულება.
ჩვენ ასევე დავათვალიერეთ მშენებარე საცურაო აუზი ბათუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. გუშინ ასევე მონაწილეობა მივიღეთ „ჯითი მოტორსის” შოურუმის გახსნაში. ეს პროექტები აჩვენებს იმას, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება ბათუმი, აჭარის რეგიონი და მთლიანად, ჩვენი ქვეყანა “, – განაცხადა პრემიერმა.