“ჰამასის” წარმომადგენელი ისრაელის თავდაცვის მინისტრის გადადგომაზე კომენტარს აკეთებს
პალესტინური მოძრაობა “ჰამასის” წარმომადგენელმა აბუ ზუხრიმ ისრაელის თავდაცვის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ავიგდორ ლიბერმანის გადადგომა ეს დამარცხების აღიარებაა. ინფორმაციას აბუ ზუხრის განცხადების შესახებ პალესტინური მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლიბერმანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა ვინაიდან არ ეთანხმება საომარი მოქმედების შეწყვეტას ღაზას სექტორის მიმართ.