ბექა ოდიშარია ბერა ივანიშვილს: მოშურნეებსა და ღვარძლის მთესველთ ისტორია აცამტვერებს

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია მუსიკოს ბერა ივანიშვილს დაქორწინებას სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, არსებობს ორი რეალობა, მოშურნეების, რომელებიც ცოტანი არიან და მადლიერი საზოგადოების, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში.
დეპუტატი მუსიკოსს ურჩევს, რომ უმადური და დაუნახავი ზნის ხალხს ფილოსოფიურად შეხედოს.
“ბერა,
კარგო ადამიანო,
გილოცავ ამ მაგარ დღეს შენ და შენს ძალიან ლამაზ, ცხოვრების მეგზურს!
ღმერთმა გაბედნიეროთ!
მერწმუნე ასე ფიქრობს ასი ათასობით ადამიანი ამ ქვეყანაში…))
რაც შეეხება ამა ქვეყნის ერთი ნაწილის შურს, ბოღმას, უმადურობას, დაუნახაობას და კიდევ მრავალ სხვა არ ახალ ზნეს და მახასიათებელს, გირჩევ ამას ყველაფერს ფილოსოფიურად შეხედო…
შენი და შენი ოჯახის მდგომარეობაში ამ თვალსაზრისით არაერთი დიდი ქართველი აღმოჩენილა, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, დავით სარაჯიშვილი…
სამწუხაროდ, სია მოკლე როდია…
​საბედნიეროდ კი არის მეორე რეალობა, რომ ამ დიდი ადამიანების მიერ სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლის, ქველმოქმედის თუ სხვაგვარი ფილანტროპული ქმედებების შესახებ მადლიერი შთამომავლობა თაობებს, საუკუნეებს მიღმა სიამაყით გადასცემს მონათხრობს მათი ცხოვრებისა და ქვეყნისადმი ღირსეული დამოკიდებულების შესახებ, ხოლო მოშურნეებსა და ღვარძლის მთესველთ ისტორია აცამტვერებს!
ასეთია კანონზომიერება!
ასე, რომ კიდევ ერთხელ ბედნიერებას, წარმატებასა, მხნეობასა და სილაღეს გისურვებ Bera Ivanishvili”,-წერს ბექა ოდიშარია “ფეისბუქზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები