რიმა ბერაძე ამომრჩეველს: უნდა დავასრულოთ დაპირისპირებებისა და სიძულვილის ხანა ქართულ პოლიტიკაში

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რიმა ბერაძე სოციალურ ქსელში მოსახლეობას მიმართავს და ერთად დგომისკენ მოუწოდებს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, საბოლოოდ უნდა დასრულდეს დაპირისპირების და სიძულვილის ხანა ქართულ პოლიტიკაში.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ ქართველი ამომრჩეველი არჩევას ჰუმანურ მმართველობაზე შეაჩერებს და ძალადობრივი რეჟიმის ნარჩენები საბოლოოდ დასრულდება საქართველოში.
“ჩემო ჩუღურეთელებო,
სულ უფრო ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სადაც, ცხადია, არ ვირჩევთ მხოლოდ პრეზიდენტს. ეს არჩევნები აღმოჩნდა გზაგასაყარი! კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს თავისუფლად ცხოვრებასა და უსამართლო მმართველობას შორის. უნდა გავაანალიზოთ, რომ ამ არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება მათთვის იქნება დიდი ასპარეზი მოიპოვონ ძალაუფლება, თუნდაც სამოქალაქო დაპირისპირების მეშვეობით.
ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. საბოლოოდ უნდა დავასრულოთ დაპირისპირებებისა და სიძულვილის ხანა ქართულ პოლიტიკაში!
ჩემო ჩუღურეთელებო,
უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენს რაიონში ბევრი რამ გაკეთდა, ეს შესამჩნევია. მაგრამ ისიც ჩანს, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ცხოვრობს მძიმე სოციალურ ვითარებაში და გასაგებია მათი გულისტკივილი, მაგრამ ქვეყნის მომავალს ნუ გადავაყოლებთ პირად წყენებს. ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარება უნდა გაგრძელდეს. დღეს ეს ყველაზე მნიშვნელოვანია!
ვიცი, როგორ გიყვართ ჩვენი ქვეყანა და მჯერა თქვენი გონიერების. მჯერა, რომ ამჯერადაც, არჩევანს ჰუმანურ მმართველობაზე შეაჩერებთ და საბოლოოდ დავასრულებთ ძალადობრივი რეჟიმის ნარჩენებს საქართველოში!
ამიტომ კვლავ ერთად დავდგეთ!
საბოლოოდ ვუთხრათ ძალადობრივ რეჟიმს, რომ ისინი ვეღარასოდეს დაგვაბრუნებენ წარსულში და ვეღარასოდეს შეძლებენ საზოგადოების დამონებასა და ღირსების შელახვას!
#მევირჩევთავისუფლებას
#სალომეპრეზიდენტად”, – წერს რიმა ბერაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები