ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზაში მდებარე მის ობიექტებზე ისრაელის თავდასხმას გმობს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ ისრაელის სახმელეთო შეტევამ ცენტრალურ ღაზაში საფრთხე შეუქმნა მის ძალისხმევას, გაეგრძელებინა მუშაობა მას შემდეგ, რაც მის ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
გაერო-ს სააგენტომ ისრაელის ძალები მისი თანამშრომლებსა და მათ ოჯახებზე არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულა.
როგორც “ბიბისი” წერს, ჯანმო-ს თანამშრომლების რეზიდენციაზე სამჯერ განხორციელდა თავდასხმა და თანამშრომლები და მათი ოჯახები, მათ შორის ბავშვები, „სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და ტრავმირებულები იყვნენ მას შემდეგ, რაც საჰაერო დარტყმებმა ხანძარი და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.
გაერო-ს ჰუმანიტარული ოფისის განცხადებით, გაერო-ს თანამშრომლები, ევაკუაციის ბრძანების მიუხედავად, დეირ ალ-ბალაში დარჩებიან და ათობით შენობაში იქნებიან განაწილებულნი, რომელთა კოორდინატებიც ისრაელს გადაეცა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ისინი დაცულები უნდა იყვნენ.
ისრაელის სამხედრო ძალებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.