“საგამოძიებო ექსპერიმენტისას დაზარალებული ადამიანები გამომძიებლებს და ექსპერტებს უთითებენ კონკრეტულად იმ ღამეს, როდესაც მოხდა მათი დაზიანება – სად იდგნენ, მათი ხედვით საიდან მოხდა გასროლა” – პროკურორი

“ეს საგამოძიებო ექსპერიმენტები, ბუნებრივია, გამოძიებას მეტ დეტალს ჰფენს ნათელს”, – ამის შესახებ პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.

„საგამოძიებო ექსპერიმენტისას დაზარალებულები გამომძიებლებს და ექსპერტებს უთითებს კონკრეტულად იმ ღამეს, როდესაც მოხდა მათი დაზიანება – სად იდგნენ, მათი ხედვით საიდან მოხდა გასროლა.

კონკრეტულ საქმეზე, რომელზეც ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტები თბილისი პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება, 2019 წლის 20-21 ივნისს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტზე.

აქ საუბარი არის რამდენად პროპორციული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებული ქმედება, რამდენად სწორად იყო ღონისძიება დაგეგმილი და როდესაც გამოძიების საგანს წარმოადგენს ეს გარემოება, ამ კუთხით ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება“, – აღნიშნა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები