მაკედონიის ექსპრემიერი უნგრეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს
მაკედონიის ექსპრემიერ ნიკოლაი გრუევსკიზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოაცხადეს, რის შემდეგაც მან უნგრეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი «Аргументы и Факты» ავრცელებს.
“უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ბევრი მუქარა მივიღე. ახლა მე ბუდაბეშტში ვარ და უნგრეთის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ”, – წერს ნიკოლა გრუევსკი სოციალურ ქსელში.
მაკედონიის ექსპრემიერი კორუფციასა და პარლამნეტში არეულობის მოწყობაში 2018 წლის აპრილში დაადანაშაულეს.