ჩინეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის პროვინცია შენსში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ორი მძიმედ დაშავდა. შემთხვევის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბეტონმზიდს შეეჯახა.
დაშავებულები უკვე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. რაც შეეხება ბეტონმზიდის მძღოლს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები