აზერბაიჯანში მომხდარ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

აზერბაიჯანის სოფელ გუშჩუმში, კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 მცირეწლოვანია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამაშველო სამსახური ავრცელებს.
“ცეცხლი ლიკვიდირებულია. სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე 28 წლის სევინჯ ტაგიევისა და 4 მცირეწლოვანი – 11, 8, 6 და ერთი წლის ბავშვების ცხედრები იპოვეს”,- აცხადებენ სამაშველო სამსახურში.
რაიონულ პროკურატურაში ცეცხლის გაჩენის მიზეზს იძიებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები