ირაკლი კაკაბაძე: ხმას ვაძლევ სალომეს, რუსეთის დაზვერვის ოფიცერ ვაშაძეს მირჩევნია

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. ამის შესახებ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა და ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ ესახება უფრო ღირსეულ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ვიდრე გრიგოლ ვაშაძე.
“ქართულ ოცნებაზე” გაბრაზებული ვარ. „ნაცებს“ საქართველოს მტრებად ვთვლი საფუძვლიანად – ბევრი ვიცი მათ შესახებ.
საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ვუჭერ ამ ჯერზე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც გაიზარდა ქართველი ემიგრანტი პატრიოტების შვილი, გაზრდილი საფრანგეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მუშაობდა საფრანგეთის საგარეო სამსახურში. ჰქონდა შეცდომები, მაგრამ მათი მიტევება შეიძლება. მაგრამ, ის ქალია და ის სჯობია ისევ ვიდრე კგბ-ს ოფიცერი ვაშაძე.
მე მირჩევნია საფრანგეთის საგარეო სერვისის ოფიცერი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის დაზვერვის ოფიცერ ვაშაძეს. ეს არის ამ არჩევნებში ერთადერთი და უალტერნატივო არჩევანი.
არა კოჰაბიტაციას! არა ნაციზმს! არა ავტოკრატიას! არა ოკუპაციას! არა ძალადობას! არა ომს და არა სამოქალაქო ომს! მე ხმას ვაძლევ სალომეს. წერტილი“,- წერს კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები