ისრაელის ჯარმა “ჰამასის” პოზიციებს ღაზას სექტორში ახალი დარტყმა მიაყენა
ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში “მოძრაობა ჰამასზე” მორიგი დარტყმა განახორციელეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
“უკანასკნელი ორი საათის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ჯარმა სამხედრო ვერტმფრენით “ჰამასის” ტერორისტულ დაჯგუფებას ღაზას სექტორში მორიგი დარტყმა მიაყენა”, – წერს ამერიკული საინფორმაციო სააგენტო “ტვიტერის” გვერდზე.
დარტყმის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქ აშკელში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ერთ-ერთი რაკეტა დასახლებულ უბანში მდებარე შენობას მოხვდა.
როგორც ტელე-რადიო კორპორაცია “კანი” იტყობინება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ვინაიდან თავდასხმის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.