საბერძნეთში, ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

2016 -2017 წლებში თურქეთიდან მიგრანტების​ სალონიკსა და ათენში, ჯამში 9-ჯერ, უკანონოდ გადაყვანაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში დააკავეს, მას 290 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს მოქალაქესთან ერთად ბერძენი მამაკაციც დააკავეს, მას 69-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელსაც, როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქე ხელმძღვანელობდა წლების განმავლობაში თურქეთიდან სალონიკსა და ათენში ხალხი უკანონოდ გადაჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი გადაყვანის დროს, ავტოსაგზაო შემთხვევას ირანის მოქალაქე, არალეგალი მიგრანტი ემსხვერპლა. სწორედ ამ შემთხვევის შედეგად გაიხსნა საქმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები