ლადო სადღობელაშვილი: გამოავლინეთ და გააძევეთ ქვეყნიდან ოკუპანტი ქვეყნის მიერ მოგზავნილი ФСБ-ს აგენტი შკლიაროვი

“ქართული მარშის” ყოფილი წევრი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პიარის ხელმძღვანელის ვიტალი შკრიალოვის შესახებ წერს. ის შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ მისით, რადგან როგორც მან აღნიშნა, შკლიაროვი საქართველოში რევოლუციებს აანონსებს.
“მივმართავ ხელისუფლების შესაბამის უწყებებს! სასწრაფოდ დაინტერესდით, გამოავლინეთ და გააძევეთ ქვეყნიდან ოკუპანტი ქვეყნის მიერ მოგზავნილი ФСБ-ს აგენტი, ვინმე შკლიაროვი, რომელიც საქართველოში არეულობას და დესტაბილიზაციას გვიანონსებს! ეს ადამიანი შემჩნეულია პუტინის უშუალო გარემოცვაში, ФСБ-ს საცეცები არ უნდა გვიანონსებდნენ რევოლუციებს! შორს სისხლიანი, ოკუპანტი ხელები საქართველოდან! შეწყდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბინძური და ანგაჟირებული ხელების ფათური საქართველოს პოლიტიკაში! საქართველო ეკუთვნის ჩვენს მოქალაქეებს და არ არის ვიღაც გადამთიელის გადასაწყვეტი, ვინ გვეყოლება პრეზიდენტი!”, – წერს ლადო სადღობელაშვილი “ფეისბუქზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები