ნორვეგია ისრაელს და ღაზას სექტორს ძალადობის ესკალაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ნორვეგია, ეგვიპტე და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის დიალოგის დამყარების პროცესში იღებენ მონაწილეობას, ისინი მოუწოდებენ მხარეებს ძალადობის ესკალაციას ბოლო მოუღონ. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის საგარეო უწყება იტყობინება.
“ნორვეგია შეშფოთებულია ძალადობის ესკალაციით ღაზას სექტორში და მის გარშემო. ნორვეგია მუშაობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და ეგვიპტესთან ერთად მშვიდობის დასამყარებლად. ღაზას სექტორიდან მასიური სარაკეტო დარტყმები მიუღებელია და უნდა დამთავრდეს. უნდა გამოიჩინოთ თავშეკავებულობა და დაიცვათ მოქალაქეები”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები