ატმოსფერულ ჰაერში ნივთიერებების შემცველობის მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით აგრძელებს. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 7 და 12 ნოემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 6 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ვარკეთილში – 1.1-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ვაშლიჯვარში უმნიშვნელოდ. 8 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ვარკეთილში – 1.2-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე უმნიშვნელოდ. 9 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.2-ჯერ, ვარკეთილში – 1.1-ჯერ, ვაშლიჯვარსა და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე – უმნიშვნელოდ. 10 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში – 1.3-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.2-ჯერ, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურებზე – 1.1-ჯერ. 11 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.3-ჯერ, ვარკეთილში – 1.1-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.4-ჯერ, ხოლო ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე – 1.2-ჯერ.
“მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ბათუმსა და ქუთაისში 1.1-ჯერ დაფიქსირდა. ამ დღეების განმავლობაში ასევე აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.4-ჯერ ფიქსირდებოდა, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.
ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად, გასულ კვირას ჰაერის სინჯები ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: თემქის მე-11 მ/რ-ში – N48 საჯარო სკოლა, თემქის მე-10 ბ კვარტალში N138 საჯარო სკოლა, იამანიძის ქ. №7-ში – №116 საჯარო სკოლა, გლდანის IV მ/რ-ში – ბაგა-ბაღი N216 აიღეს. ჰაერის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ადგილზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები