ლაბორატორიას ლატვიელი პარტნიორი – BIOR-ის დირექტორი ეწვია

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (LMA) ვიზიტით ლატვიელი პარტნიორი იმყოფებოდა. სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის BIOR-ის ლაბორატორიის დირექტორი, აივარ ბერზინში LMA-ს შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.

BIOR-ის დირექტორი, აივარ ბერზინში, LMA-ს დირექტორს, ირაკლი გულედანს შეხვდა და მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. BIOR-თან თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელია დაწყებულია. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებს სურსათის კვლევის მიმართულებით ინტენსიური სწავლებები უტარდებათ. სწავლებები ტარდება როგორც LMA-ს ბაზაზე, ასევე, ლატვიაში BIOR-ის ლაბორატორიაში.

მიღებული ცოდნით შესაძლებელი ხდება ევროკავშირის სტანდარტისა და გაუმჯობესებული სერვისის მიწოდება მომხმარებლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები