კახა კალაძე: ელექტრომობილების მფლობელებს დამტენებს უფასოდ დავუყენებთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბანკები მზად არიან თავიანთი ავტოპარკი ჰიბრიდული და ელექტროავტომობილებით ჩაანაცვლონ, თანამშრომლები კი აღნიშნული ავტომობილების შეძენისას წაახალისონ.
როგორც კალაძემ ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თავის მხრივ, მერია ელექტრომობილების მფლობელებს დამტენებს უფასოდ დაუყენებს.
“დედაქალაქის მერია მთელი რიგი პროექტების განხორციელებას აპირებს, ეს იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მწვანე სივრცეების რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა, ახლის მშენებლობა. საუბარი ასევე, შეეხო სამშენებლო სექტორში შესაბამის რეგულაციებს, რომლის მტვერიც პრობლემაა. ეს ერთობლიობაში მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბანკების მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა. მათგან მოვისმინეთ, რომ ისინი მიესალმებიან ჩვენს პოლიტიკას და მთელ რიგ გადაწყვეტილებებში გვიერთდებიან. მოვისმინეთ, რომ აპირებენ ავტოპარკის ჩანაცვლებას ელექტრომობილებითა და ჰიბრიდული ავტრომობილებით, გარდა ამისა, წაახალისებენ თავიანთ თანამშრომლებს, რომ შეიძინონ ელექტროავტომობილები. ჩვენი მხრიდან, დედაქალაქის მერია მთელი ქალაქის მასშტაბით უფასო საპარკინგე ადგილებს მოაწყობს. ასევე, ელექტრომობილების მფლობელებს ჩვენ დავუყენებთ დამტენებს უფასოდ. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ ეტაპობრივად შევძლოთ ელექტრომობილებზე გადასვლა და გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები