პალესტინელმა სამხედროებმა ისრაელს ღაზას სექტორიდან 370 რაკეტა დაუშინეს
ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორიდან 370 რაკეტის და ნაღმის გაშვება დააფიქსირეს. მომხდარის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.
საჰაერო განგაშის “სირენების” ხმა, თითქმის, ნახევარი ღამის განმავლობაში ისმოდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ის მოსახლეობას პალესტინის თავდასხმის შესახებ აუწყებდა.
თავდასხმის შედეგად, პირველადი ინფორმაციით, 3 პალესტინელი და 1 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა, 50-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.