“მეჩითოვის საქციელი არის უდიდესი უპასუხისმგებლობა და შეურაცხყოფა, პირველ რიგში, იქ მყოფი ხალხის და სრულიად საქართველოს მიმართ”

“9 აპრილი – ეს არის ერთად აღებული უდიდესი ტრაგედიაც და დიდი გამარჯვება ამაყი ქართველი ხალხის და ის ყოველთვის დარჩება ხელუხლებელ, მოსაფერებელ მოვლენად, რადგან იქ იდგა ღირსეული საზოგადოება, რომელთა სიმამაცე და თავგანწირვა ნებისმიერ ერში ამძაფრებს პატრიოტიზმის და თავმოყვარეობის გრძნობებს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი ფოტოგრაფ იური მეჩითოვის მიერ 9 აპრილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
დეპუტატის განცხადებით, 9 აპრილის ასეთი შეფასება გაუგონარი უპასუხისმგებლობა და დაუდევრობაა.
“მსურს შევახსენო მას, რომ პარლამენტის 1993 წლის დადგენილებით, ეს ტრაგიკული აქტი მიჩნეულია თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ქვეყნის ერთიანობისა და წინსვლის, სამოქალაქო თანხმობის და სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონების დღედ.
9 აპრილი ეს არის ერთად აღებული უდიდესი ტრაგედიაც და დიდი გამარჯვება ამაყი ქართველი ხალხის და ის ყოველთვის დარჩება ხელუხლებელ, მოსაფერებელ მოვლენად, რადგან იქ იდგა ღირსეული საზოგადოება, რომელთა სიმამაცე და თავგანწირვა ნებისმიერ ერში ამძაფრებს პატრიოტიზმის და თავმოყვარეობის გრძნობებს.
9 აპრილს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში და როცა ვხედავდი სულისშემძვრელ სცენას, თუ როგორ ცეკვავდა ჩვენი გოგო-ბიჭები ტანკების ფონზე სისხლი მეყინებოდა. ეს სცენა დღემდე ცხოვრობს ჩემს მოგონებებში და ამჟამად, ამ ადამიანმა ყველაზე საშინელი ფორმით შეგვახსენა ეგ უმძიმესი ტრაგედია. შეუძლებელია, ნანახი გქონდეს ეს კადრები და ისე უტიფრად ისაუბრო, როგორც მეჩითოვმა.
მისი საქციელი არის უდიდესი უპასუხისმგებლობა და შეურაცხყოფა, პირველ რიგში, იქ მყოფი ხალხის და სრულიად საქართველოს მიმართ. მიჭირს სახელი დავარქვა ამ უზნეო და დამახინჯებულად გადმოცემულ ისტორიას და იმედი მაქვს, პასუხისმგებლობა თუ არა, ჩვენი საზოგადოების ერთხმად გავრცელებული კრიტიკა აიძულებს მას ბოდიში მოგვიხადოს ყველას, ვისთვისაც 9 აპრილი არის უდიდესი ტრაგედიის და დიდი გამარჯვების თარიღი”, – აცხადებს შოთა შალელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები