თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის სასწავლო მეურნეობის, გელოვანის გამზირის და სიხარულიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ასევე, გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, ქერჩის, აკაკი ვასაძის და გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
„თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები