თბილისის ოთხი საბავშვო ბაღის დირექტორი გათავისუფლდა-ადგილი ჰქონდა საკვების მოპარვასა და მენიუს შეცვლას

თბილისის ოთხი საბავშვო ბაღის დირექტორი სხვადასხვა დარღვევის გამო, მათ შორის საკვების მოპარვის გამო სამსახურიდან გათავისუფლდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძეზე დაყრდნობით პირველი არხი ავრცელებს.
მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ოთხი სახის დარღვევა გახდა: ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის მოპარვა, მენიუს შეცვლა, თანამშრომლებთან კონტრაქტების დარღვევებით გაფორმება და გადაცდომები საქმის წარმოებაში.
გვანცელაძის თქმით, მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება. მისივე განცხადებით, 109-ე, 50-ე, 169-ე და 145-ე საბავშვო ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებმა თავად უნდა დაადგინონ, ჰქონდა თუ არა გადაცდომები ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები