მეტროპოლიტენი შეფერხებით მუშაობს

ამ დროისთვის მეტროსადგურ “სადგურის მოედნიდან” მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმართულებით მგზავრების გადაყვანა დროებით შეფერხებულია.
როგორც “კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამის მიზეზი ერთ-ერთი მატარებლის ტექნიკური დაზიანება გახდა.
“​ერთ-ერთ მატარებელს ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი, მატარებელი უნდა გადავიყვანოთ ჩიხში, რასაც დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება, აღნიშნულის გამო დროებით შეფერხებულია მოძრაობა მეტროსადგურ “სადგურის მოედნიდან” მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმართულებით”, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
მატარებელმა შეძლო ბაქანზე მისვლა, მოქალაქეები ვაგონებიდან უსაფრთხოდ გამოვიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები