პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს უმასპინძლა

საქართველოს მთავარ პროკურატურას სკოლის მოსწავლეები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ.
“ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული გაერთიანების“ მომართვის საფუძველზე განხორციელდა და მას 60-მდე მონაწილე ესწრებოდა. შეხვედრის ფარგლებში, მსმენელებმა პრაქტიკოსი პროკურორებისგან მიიღეს ინფორმაცია პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, პროკურორის პროფესიულ საქმიანობაზე, სტაჟირების სისტემაზე, პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობასა და უპირატესობებზე. ასევე, გამომსვლელებმა მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავების, დახვეწის, დამარწმუნებელი და არავერბალური კომუნიკაციის წარმართვის შესახებ. გააცნეს შესავალი, დასკვნითი სიტყვის, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სპეციფიკა. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა – მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე. ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ამ მიმართულებით პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. სისტემის მხრიდან, ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები