ზეკარში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
დამწვარია 10 ჰა ფართობი.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები
„ზეკარის ხეობაში ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა ურთულესი რელიეფის მიუხედავად, შეძლეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ადგილზე კვლავ რჩებიან სახანძრო-სამაშველო ძალები და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც პირველივე დღიდან მუშაობდნენ ზეკარის ხეობაში“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები