“გიორგი ბაბუნაშვილო, შენ პატრულის თანამშრომელი აღარ ხარ, მოიხმარდი ნარკოტიკებს”

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, გიგლა ხაბაზი საპატრულო პოლიციის ყოფილი ოფიცრის, გიორგი ბაბუნაშვილის განცხადებას, რომ ის სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერს, ეხმაურება და “ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
გიგლა ხაბაზი ყოფილ ოფიცერს წარსულს ახსენებს და აცხადებს, რომ გული ძალიან დასწყდებოდა, გიორგი ბაბუნაშვილს ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის რომ მიეცა.
“შენ, გიორგი ბაბუნაშვილო, პატრულის თანამშრომელი აღარ ხარ 2014 წლიდან, იმიტომ, რომ მოიხმარდი ნარკოტიკებს და შენ აუცილებლად უნდა მისცე ხმა გრიგოლ ვაშაძეს, იმიტომ, რომ კანდიდატი ამომრჩევლის სახეა! შენ, პატრულიდან გაგდებული ნარკომანი ხარ, შენი კანდიდატის სახე! ძალიან გული დამწყდებოდა, რომ სალომესთვის მიგეცა ხმა!”, – წერს გიგლა ხაბაზი.
მანამდე კი, გიორგი ბაბუნაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნდა და განაცხადა, რომ იგი სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერს.
“მე, გიორგი ბაბუნაშვილი, საპატრულო პოლიციის ოფიცერი, არ ვაძლევ ხმას სალომე ზურაბიშვილს. რუსეთი ოკუპანტია. დიდება გმირებს”,- წერს გიორგი ბაბუნიშილი.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლებული იქნა ჯერ კიდევ 2014 წელს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ის დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები