ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა “ცოდნის სახლი +”-თან მემორანდუმი გააფორმა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს “ცოდნის სახლი +” -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ძალაში 2019 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.
მემორანდუმის ფარგლებში ვეტერანების ოჯახის წევრები 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ, ხოლო დაღუპულ ვეტერანთა ოჯახის წევრების მომზადება განხორციელდება უფასოდ, შემდეგ სასწავლო დისციპლინებში: ყველა სასკოლო დისციპლინა ( საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის); უნარ-ჩვევები (როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ასევე სამაგისტრო პროგრამისთვის); უცხო ენები (ინგლისური, რუსული, გერმანული, პოლონური, თურქული);
“აღნიშნულ საგნებში მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ. მისამართი – თბილისი თაყაიშვილის ქ. N 4 ( თსუ-ს I კორპუსის მოპირდაპირედ). დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ შპს “ცოდნის სახლი+”-ს ადმინისტრაციას:
557 77 58 54 ან 591 90 09 90”,- აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები