ვეტერანებს უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ჩაუტარდებათ

აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) ინიციატივით, ვეტერანებისათვის საქველმოქმედო აქცია ჩატარდება.
კვალიფიციური ექიმი-ოფთალმოლოგები ვეტერანებს თვალის სნეულებათა უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. აქცია 2019 წლის მარტამდე გაგრძელდება.
“აქციაში მონაწილე ვეტერანებმა თან უნდა იქონიონ ვეტერანის მოწმობა. კლინიკის მისამართია ვაჟა-ფშაველას გამზირი N29”,- აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები