ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, ირაკლი აბუსერიძე საკრებულოს წევრ, ლევან დავითაშვილთან ერთად, ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.
დეპუტატებმა განცხადეს, რომ წინასაარჩევნოდ პოზიტიური მოლოდინები აქვთ. მათ შეკრებილ საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მაღალი აქტივობისთვის მადლობა გადაუხადეს და მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
„ჩვენ აქტიურად ვხვდებით მოსახლეობას და ვსაუბრობთ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ ადამიანების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ეს ის ხალხია, ვინც თავის დროზე მხარი დაგვიჭირა როგორც ჩვენ, მაჟორიტარებს, ასევე „ქართულ ოცნებას“. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მათ მხარდაჭერისთვის და იმ სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც გამოიჩინეს არჩევნების პირველ ტურში. მე მჯერა, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ქვეყანა სტაბილურ და მშვიდ გარემოში შეძლებს განვითარებას“, – განაცხადა დეპუტატმა, ირაკლი აბუსერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები