დარიალის გავლით საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილება აკრძალულია
დარიალის ე.წ. ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილება აკრძალულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, შეფერხება დარიალის ხეობაში მეწყერის შედეგად ჩამოშლილი კლდის მასის გაწმენდით-საძიებო სამუშაოების დასრულებამდე იქნება. როგორც შს სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, დარიალის სასაზღვრო – გამშვები პუნქტის ჩვეულ რეჟიმში ამოქმედების შესახებ უწყება მოქალაქეებს დაუყოვნებლივ შეატყობინებს.