კახა კალაძე მამუკა მდინარაძის სუს-ის ხელმძღვანელად წარდგენის შესახებ: გულწრფელად ვუსურვებ მამუკას წარმატებას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სწორი და გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ამ სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარმატებას უსურვებს მამუკა მდინარაძეს.

„მამუკა წარმატებული ადამიანია. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა საქართველოს პარლამენტში, გახლავთ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი. ის არის კარგი ქართველი კაცი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, ჰყავს ძალიან კარგი ოჯახი. არის ამ ქვეყნის პატრიოტი და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, რასაც უსაფრთხოების სამსახური ჰქვია მინდა გულწრფელად წარმატებები ვუსურვო მას. ამ სამსახურის სწორი და გამართული მუშაობა ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება ანრი ოხანაშვილის თანამდებობიდან წასვლას, მან აღნიშნა, რომ თანამდებობების გადაადგილება ხდება ხოლმე და ამაში ცუდი არაფერია.

„რაც შეეხება კადრების გადაადგილებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დავიწყოთ იქიდან, რომ ანრი არსად წასულა, ის რჩება გუნდში და თუ რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, ეს ცხადი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში. ის, რომ თანამდებობების გადაადგილება ხდება ხოლმე ამაში ცუდი არაფერია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები