შანიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, შანიძის ქუჩაზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
“პროექტის ფარგლებში, შეკეთდა და მოასფალტა საფეხმავლო ზონები, რომლის გასწვრივ, 1200 გრძივი მეტრი ბაზალტის ბორდიური მოეწყო. ასევე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია. ამ ეტაპზე, სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი იგება.
საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანობაში, 5600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 250 ათასი ლარი დაიხარჯება”,- აცხადებენ მერიაში.
სამუშაოების მიმდინარეობას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო. გზის კეთილმოწყობა შანიძის ქუჩაზე ერთ კვირაში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები