ტერეზა მეი: ბრიტანეთი მზადაა რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად

ბრიტანეთი ღიაა რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად, თუკი მოსკოვი საკუთარ მიმართულებას შეცვლის და უარს იტყვის მტრულ მოქმედებებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო შეთანხმებას უსაფრთხოების საკითხებზე, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი, ლონდონის მერთან ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადებს.
ბრიტანეთის პრემიერის ყოველწლიური მოხსენება, როგორც ყოველთვის წინასწარ არის ხოლმე ცნობილი, დღევანდელი მოხსენების გარკვეული ნაწილები ბრიტანეთის პრესაში უკვე გამოქვეყნდა.
2017 წელს ამ ღონისძიებაზე ტერეზა მეიმ მოსკოვი საომარ აგრესიაში და არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. მისი კრიტიკა ჯერ კიდევ სკრიპალების მოწამლვამდე გაჟღერდა.
წელს ის მიღებულ სახელმწიფო ზომებზე ისაუბრებს, მათ შორის ყველაზე აქტუალური, ისტორიაში ყველაზე მსხვილი, სხვადასხვა ქვეყნის მიერ კოორდინირებული, რუსი დაზვერვის ოფიცრების გაძევებაა. მეი დარწმუნდა, რომ ასეთ საკითხებში კოლექტიური მოქმედებაა აუცილებელი.
“ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მიმართულების დემონსტრაციას სხვადასხვა ქვეყანასთან შეთანხმებით ურთიერთობის შესახებ და გავაგრძელებთ წესების დაცვას მთელს მსოფლიში”, – ნათქვამია ტერეზა მეის სიტყვით გამოსვლის ტექსტში.
“როგორც მე ერთი წლის წინაც ვამბობდი, ჩვენ არ გვინდა რუსეთთან ასეთი ურთიერთობა… ჩვენ ღია ვართ სხვა ურთიერთობებისთვის: ისეთისთვის, სადაც რუსეთი წვყეტს თავის მტრულ მოქმედებებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო ამ მიმართულებას აირჩევს”, – წერია მეის სიტყვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები