“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ, დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
“სალომე ზურაბიშვილის დღის გაკეთებული განცხადების მიეხდვით, მასზე და მის შვილებზე ხორციელდება სიცოცხლის მოსპობის მუქარა. მისივე განცხადებით, მიღებული მუქარის შეტყობინებები რეალურია, რადგან შესაძლებელია მუქარის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიცირება.
მნიშვნელოვანია, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 151-ე მუხლებით დაწყებული გამოძიება სწრაფად და ეფექტურად ჩატარდეს და მოხდეს მუქარის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიცირება. ამასთან, საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საგამოძიებო ორგანოებმა, გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია.
საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართული ყველა ძალის მიერ სტაბილურობის და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება. ნებისმიერი მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები არ უნდა იყოს სიძულვილის ენის შემცველი ან/და რაიმე სახით ახდენდეს ძალადობის პროვოცორებას.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას აქტიურად მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს სტაბილური და არაძალადობრივი გარემოს შენარჩუნებისკენ, ხოლო საგამოძიებო ორგანოებმა ყველა ძალადობას, ძალადობის მუქარასა და თუ სხვა დანაშაულებრივ ქმედებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ”, – ნათქვამია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები