თურქეთის სანაპიროებთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა

ეგეოსის ზღვაში, თურქეთის პროვინცია იზმირთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სანაპირო დაცვა ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ნავზე 12 არალეგალი იმყოფებოდა, მათგან ორმა თავის გადარჩენა შეძლო და ნაპირზე გამოვიდა.
“ამ დროისთვის, 10 მიგრანტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს”,- ნათქვამია სანაპირო დაცვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები