სომალიში მომხდარ ტერაქტს 53 ადამიანი ემსხვერპლა
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში 9 ნოემბერს მომხდარ ტერაქტს 53 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყების კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრი ავრცელებს.
პირველადი ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 50 გარდაცვლილი და 58 დაშავებული იყო. ამ დროისთვის კი მათი რაოდენობა გაიზარდა.
თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი “საჰაფის” სასტუმროსთან აიფეთქეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემალურმა დაჯგუფებამ “აშ-შაბაბმა” აიღო.