ლაშა ჟვანია გრიგოლ ვაშაძეზე: ამას ნამდვილად გამოლოცვა სჭირდება… ამდენი ცრუპენტელობა?

“ამას ნამდვილად გამოლოცვა სჭირდება”, – ასე ეხმაურება საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ოპოზიციური გაერთიანების – “ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ თითქოს ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო, “მთელი მცხეთა ევაკუირებულია, სვეტიცხოვლიდან გამოყარეს მლოცველები და მთელი ქალაქი საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს”.
“ამას ნამდვილად გამოლოცვა სჭირდება… ამდენი ცრუპენტელობა? კვლავ ეკლესიაზე. გასწიე ხელები ეკლესიისგან – ცეცხლია, დაიწვები მანდ, დაიწვა შენი იდეოლოგი და მმართველი!”, – წერს ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები