თიანეთის გზატკეცილიდან მაისურაძის I შესახვევამდე გზის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილიდან მაისურაძის I შესახვევამდე, ზაქარია მაისურაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და 1 500 კვ. მეტრ ფართობზე ტროტუარი მოეწყო. ამჟამად, დაახლოებით, 6 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
სამუშაოებს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „როუდ სოლუშენი“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 644 725 ლარია გამოყოფილი.
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ასევე, პატარა ტბის მიმდებარე ქუჩების – ტიხონოვის, წინამძღვრიშვილის, გულისაშვილის, მარჯანიშვილისა და ბარათაშვილის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოწესრიგდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები