იტალიის პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
იტალიაში პიროტექნიკის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ორი დაშავდა. ინციდენტი დღეს, ქალაქ ლეჩესა და არნეზანოს შორის მდებარე ქარხანაში მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაღუპული ქარხნის მფლობელის შვილი, 19 წლის გაბრიელ კოსმაა.
დაშავებული თანამშრომლები, ამ დროისთვის, ქალაქ ლეჩეს საავადმყოფოში იმყოფებიან.