ავსტრალიაში ტერაქტი მოხდა
ავსტრალიის ქალაქ მელბურნში შენობაში ავტომობილით მოქალაქე განზრახ შევარდა, შემდეგ კი ხალხს “ალაჰ აკბარის” ძახილით თავს დაესხა.
ავსტრალიის სამართალდამცველებმა მომხდარი ტერორისტულ აქტად გადააკვალიფიცირეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას შტატის პოლიციის უფროსი, ვიქტორ გრემ ეშტონი ავრცელებს.
მისი თქმით, დაკითხული მოწმეები ამტკიცებენ, რომ დამნაშავემ ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანიდან ისროლა, რის შემდეგაც ავტომობილით შენობაში შეიჭრა. ამის შემდეგ კი მანქანა აფეთქდა.
ამას გარდა, ტერორისტი შენობაში შეჭრამდე გამვლელებს დანით ესხმოხდა თავს და “ალაჰ აკბარ!”-ს ყვიროდა.
როგორც ამ დროისთვის გახდა ცნობილი, თავდამსხმელი იმიგრანტია და ქვეყანაში 1990 წელს ჩავიდა. ტერაქტის შედეგად ის დაიღუპა.