კალიფორნიაში ხანძარმა ქალაქი პარადაისი გაანადგურა, არიან დაღუპულები (ფოტოკოლაჟი)

ამერიკის შტატ კალიფორნიაში, ტყეში გაჩენილმა ხანძარმა, რომელიც ხუთშაბათიდან მოყოლებული მძვინვარებს, ქალაქი პარადაისი გაანადგურა. ხანძრის შედეგად ათასობით სახლი დაიწვა, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი, მათი ზუსტი რიცხვი, ამ დროისთვის, უცნობია.
ბოლო მონაცემების თანახმად, ხანძარი რვა ათას ჰექტარზე გავრცელდა. მისი ლიკვიდირება, ამ ეტაპისთვის, შეუძლებელია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლების ევაკუაციას ახლომდებარე ქალაქებიდან კვლავ განაგრძობს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის რეგიონიდან ევაკუირებულია 50 ათასი ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ევაკუაციის შედეგად შექმნილი საცობების გამო მოსახლეობა ქალაქს ფეხით ტოვებდა.

 


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები