ერაყში მომხდარ ტერაქტს სამი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ მოსულში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა.
მანქანა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული, ერთ-ერთი რესტორნის გვერდით იყო გაჩერებული.
ადგილობრივი პოლიცია არ აკონკრეტებს, როგორ ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები