თინა ხიდაშელი სოფელ ატოცში მომხდარს ეხმაურება-რა სამარცხვინოწბი ხართ, ეს ქალი უკანასკნელი სიტყვებით მეც მლანძღავდა

სოფელ ატოცში მომხდარ ინციდენტს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ხიდაშელის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ლანა ღვინჯილია, რომელმაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მინისტრობის პერიოდში მასაც ლანძღავდა.

“რა სამარცხვინოები ხართ 😞 ეს ქალი მეც მივარდებოდა პერიოდულად და უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავდა 😞

არადა ბიბლიოთეკის უფროსია,-წერს ხიდაშელი.

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა სოფელ ატოცში მოხდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან ჩასული პრეზიდენტობის კანდიდატი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები