თამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილის ნდობა რომ წარმოუდგენელია კიდევ ერთხელ გამოჩნდა

0

სააკაშვილის ნდობა რომ წარმოუდგენელია კიდევ ერთხელ გამოჩნდა,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში  ტელეკომპანია “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

“სააკაშვილის ნდობა რომ წარმოუდგენელია, იქიდანაც გამოჩნდა, რა განცხადებაც გააკეთა “ერთ ოჯახზე”.

ის, რომ ჩვენი ინტერესები სალომე ზურაბიშვილის დამარცხებასთან მიმართებით ერთმანეთს დაემთხვა, მასთან ერთ ოჯახად არანაირად არ გვაქცევს – მაგრამ სასურველის რეალობად გასაღება, მისი საყვარელი სპორტია.

არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან და იმათ ფანჯარაც დაკეტილი უნდა დაახვედროო – ბებიაჩემმა მასწავლა ჰალსტუხის შეკვრასთან ერთად და ძალიან გამომადგა”,, – წერს  თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში “ევროპული საქართველო” და ჩვენ ვართ ერთი ოჯახი.

კომენტარები

კომენტარი