რუსეთისა და საბერძნეთის ომბუდსმენებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

რუსეთის სახალხო დამცველმა, ტატიანა მოსკალკოვამ და მისმა ბერძენმა კოლეგამ, ანდრეი პოტტაკისმა ნაციონალური უფლებადამცველების ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ბერძნების და რუსების ოპერატიული დახმარების საშუალებას იძლევა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტატიანა მოსკალკოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“მემორანდუმი რუსეთისა და საბერძნეთის ტერიტორიაზე მოქალაქეების დაცვის დონეს გაზრდის. ჩვენ შევძლებთ, დაუყოვნებლივ, ბიუროკრატიული სისტემის ავლით, ოპერატიულად დავეხმაროთ ადამიანებს”,- წერს მოსკალკოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები