ლევან გოგიჩაიშვილი: „ნაცმოძრაობის“ მიერ 400-ლარიანი პენსიის დანიშვნის დაპირება უტოპიურია

“მინდა მივმართო იმ ადამიანებს ვინც დაიჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 400-ლარიანი პენსიის დამნიშნავია, ეს განცხადება თავიდანვე უტოპიური იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
გოგიჩაიშვილის თქმით, აღნიშნულ დაპირებას რაც შეეხება, ეს პრეზიდენტის უფლება არ არის და ,,ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო ტყუილია.
“მეორე დღეს ისინი აცხადებენ, 400 ლარიანი პენსია 2019-ში კი არ გექნებათ, გექნებათ 2023-ში შესაბამისად უკვე 6 წელი გადაწიეს ეს საკითხი, ამიტომ ეს არის ტყუილი. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს იყო ტყუილი, მაგრამ უკვე საკუთარ ტყუილებში გაეხლართნენ. მეორე ტური იქნება იმის საშუალება, რომ ყველა ტყუილში ვამხილოთ ისინი, ყველა სიცრუეში ვამხილოთ. მე მინდა მივმართო ჩვენს ძვირფასს პენსიონერებს, იმ ადამიანებს, რომლისთვისაც რა თქმა უნდა ეს საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის ტყუილი. დღეს უკვე „ნაციონალურმა მოძრაობა“ იძახის, რომ 2023 წლამდე არ იქნება 400 ლარიანი პენსია, შესაბამისად ნებისმიერო სხვა დაპირება, რომლებიც მათ გასცეს წინასაარჩევნოდ ეს არის ტყუილი, ისინი არაფრის შემსრულებლები არ არიან. მათი ლიდერები იყვნენ, რომ ამბობდნენ, რომ საერთოდ ზოგადად 220 ლარიანი პენსია ამ ქვეყანაში არის უტოპია, ეს არის წარმოუდგენელი, მხოლოდ „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა პენსიონერების სოციალური მდგომარეობის ძალიან საგრძნობლად გაუმჯობესება. ჩვენ პენსიის გარდა ვაფინანსებთ ჯანდაცვის პროგრამებს, სადაც 100 პროცენტიანი დაფინანსება აქვთ პენსიონერებს და შესაბამისად ჩვენ უკვე დავიწყეთ იმ მედიკამენტების დაფინასება, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ ადამიანებისთვის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, 400 ლარიანი პენსია, რომელიც დაინიშნებოდა მათი წარმოდგენით ვითომ 2019 წლიდან თვითონვე უარყვეს და ეს საკითხი გადაიტანეს 2023 წელს, ამიტომ ეს იყო ტყუილი და ძალიან ბევრ ტყუილში ვამხელთ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ტურის კამპანის განმავლობაში“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები