რუსეთში ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფება დააკავეს
რუსეთის პოლიციამ 18 ნარკომოვაჭრე დააკავა. დანაშაულებრივი დაჯგუფება რუსეთის 20 რეგიონში აკრძალული პრეპარატებით ვაჭრობდა.
ოპერაციის მსვლელობისას ამოიღეს 950 კილოგრამი სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება და ასევე, ასობით ქიმიურად რეაქტიული და მედიკამენტოზური პრეპარატები, რომლებიც ნარკოტიკების წარმოებაში გამოიყენება. დაკავებულებს შორის არიან როგორც ორგანიზატორები, ისე აღმსრულებელი წევრები. მომხდარის შესახებ ინფორმაცის რუსეთის შს სამინისტროდან ავრცელებენ.